უსაფრთხოება

პატივი ვცეთ ერთმანეთის სივრცეს

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ფესტივალი უამრავ ადამიანს იზიდავს. თითოეული დამსწრე განსაკუთრებულია და ათასობით ადამიანის გარემოცვაში ყოფნას ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს.

რიგებში დგომისას, პანელებისა და აქტივობების მოლოდინში, ან ახლად გაცნობილ მონაწილეებთან ურთიერთობისას, მაქსიმალურად შეეცადეთ პატივი სცეთ მათ პირად სივრცეს. იყავით თავაზიანები, თავი არიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს და ნუ შეუწყობთ ხელს მათ ესკალაციას.

თუ შეამჩნევთ რაიმე სახის პრობლემას ან თავს არაკომფორტულად იგრძნობთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ფესტივალის უსაფრთხოების სამსახურს ან ორგანიზატორებს დახმარებისთვის.

პრაქტიკული რჩევები ComicFest-ის სტუმრებისთვის

გაუფრთხილდით პირად ნივთებს

  • იზრუნეთ თქვენს ტელეფონზე, საბანკო ბარათებზე, გასაღებებზე და სხვა ნივთებზე. ფესტივალზე წამოიღეთ მხოლოდ ყველაზე აუცილებელი ნივთები. ორგანიზატორები არ არიან პასუხისმგებელნი დაკარგულ ნივთებზე.

გამოიყენეთ დეპოზიტი და დაკარგული ნივთების ოფისი

  • ნივთები, რომელთა შეტანაც ფესტივალის ტერიტორიაზე აკრძალულია, შეგიძლიათ დატოვოთ ფასიან დეპოზიტში (აკრძალული ნივთების სრული სია მოცემულია წესებსა და პირობებში).

  • დეპოზიტის სივრცე და დაკარგული ნივთების ოფისი (Lost and Found) მდებარეობს ფესტივალის მთავარ შესასვლელთან.

გაუფრთხილდით გარემოს

  • ნუ დააზიანებთ ფესტივალის ინვენტარს და დეკორაციებს. ნუ დაანაგვიანებთ ტერიტორიას, მოახდინეთ ნარჩენების სეგრეგაცია და გამოიყენეთ შესაბამისი ურნები. 

მოწევის რეგულაციები

  • არ მოწიოთ დახურულ სივრცეებში, საგამოფენო პავილიონებში, კარვებში, ვორქშოფების ზონებსა და ხალხმრავალ რიგებში.

უსაფრთხოება მართვისას

  • არასოდეს დაჯდეთ საჭესთან ალკოჰოლის ან სხვა თრობის გამომწვევი ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ. გამოიყენეთ ფესტივალის უფასო ტრანსპორტი.

ქცევა პანელების მიმდინარეობისას

  • მოერიდეთ უხეშ ფიზიკურ კონტაქტს, ბიძგებსა და ხალხმრავლობაში მიწოლას. ეს საფრთხეს უქმნის როგორც თქვენს, ისე სხვა სტუმრებისა და ქოსფლეიერების უსაფრთხოებას (განსაკუთრებით მათ, ვისაც რთული და მოცულობითი კოსტიუმები აცვიათ).

  • ისიამოვნეთ ფესტივალით რეალურ დროში და არა თქვენი მოწყობილობების (ტელეფონი, პლანშეტი) ეკრანებიდან. ნუ დაუბლოკავთ ხედვას თქვენს უკან მდგომ ადამიანებს სურათების ან ვიდეოს ხანგრძლივი გადაღებით.

სივრცეების შეზღუდული ტევადობა

  • გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთ შიდა სივრცეს, ვორქშოფების ზონას, გეიმინგ ტურნირებსა და პანელების დარბაზებს აქვთ შეზღუდული ტევადობა. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, შესაძლოა კონკრეტულ მომენტში გარკვეულ სივრცეებში ნაკადის მიღება დროებით შეიზღუდოს.

დაზოგეთ ენერგია და დაეხმარეთ სხვებს

  • ფესტივალი დატვირთულია აქტივობებით, ამიტომ დროულად დაისვენეთ მოსასვენებელ სივრცეებში, ენერგია ფესტივალის დასრულებამდე რომ გეყოთ.

  • ნუ დატოვებთ დახმარების საჭიროების მქონე ადამიანს უყურადღებოდ. თუ ვინმეს გახდა შეუძლოდ, დაუყოვნებლივ მიმართეთ საინფორმაციო ცენტრს, უსაფრთხოების თანამშრომლებს ან სამედიცინო პუნქტს.

  • აგრესიული, სახიფათო ან საეჭვო ქცევის შემჩნევის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ფესტივალის დაცვის სამსახურს.

გამოიყენეთ რუკა და ენდეთ პერსონალს

  • ფესტივალის ტერიტორიაზე ორიენტაციისთვის გამოიყენეთ ComicFest-ის ოფიციალური რუკა. წინასწარ შეამოწმეთ სამედიცინო პუნქტების, საავარიო გამოსასვლელებისა და სანიტარული კვანძების მდებარეობა.

  • ენდეთ ფესტივალის ორგანიზატორებს, მოხალისეებსა და უსაფრთხოების სამსახურს. მათი მუშაობა და მითითებები ემსახურება თქვენს უსაფრთხოებას და კომფორტს.