წესები
1. ზოგადი პრინციპები
1.1 ქოსფლეის კონკურსში მონაწილეობა ნიშნავს, რომ მონაწილე ეთანხმება და სრულად იღებს წინამდებარე წესებს.
1.2 ორგანიზატორი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები წესებში, უარი უთხრას პირს მონაწილეობაზე ან მოახდინოს მონაწილის დისკვალიფიკაცია უსაფრთხოების, სამართლებრივი ან საორგანიზაციო მიზეზებიდან გამომდინარე.
1.3 Comic Fest არის ოჯახურ გარემოზე ორიენტირებული ღონისძიება.t
2. მონაწილეობის უფლება და რეგისტრაცია
2.1 კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მონაწილეს ჰქონდეს Comic Fest-ის მოქმედი ბილეთი
2.2 კონკურსში დასაშვებია კომიქსების, ვიდეოთამაშების, ანიმე/მანგას, ფილმების, სერიალების, წიგნებისა და ანიმაციური ფილმების პერსონაჟების ქოსფლეი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კონკურსში მონაწილეობის მიღება არ დაიშვება, თუ კოსტიუმი ან პერსონაჟი წარმოადგენს ორიგინალურ პერსონაჟს (OC/original character), აშკარად სექსუალური ხასიათის პერსონაჟს; ასევე რეალური პროფესიის ან სამსახურის უნიფორმა, რომელიც არ ეკუთვნის რომელიმე მედია-ნაწარმოებს (მაგალითად, მეხანძრის, სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლის, შეიარაღებული ძალები და ა.შ.).
თითოეული მონაწილე ვალდებულია, საკუთარი გამოსვლა ჩატიოს სცენაზე გამოსვლისთვის განსაზღვრულ დროში:
სოლო გამოსვლა: 1 წუთი
ჯგუფური გამოსვლა: 2 წუთი
(თუ სასცენო წარმოდგენისთვის დამატებითი დროა საჭირო, მონაწილემ ეს წინასწარ უნდა შეათანხმოს ორგანიზატორთან)
- პერსონაჟის გენდერის შეცვლა (genderbend) დასაშვებია, თუ პერსონაჟი კვლავ ამოცნობადია.
- დასაშვებია ქროსოვერი (crossover), ანუ სხვადასხვა ნაწარმოების პერსონაჟების მონაწილეობა ერთ წარმოდგენაში.
- სცენაზე დასაშვებია მხოლოდ ხის, პლასტმასის, თერმოპლასტიკის, ქაფისა (foam) და LARP-ისთვის განკუთვნილი იარაღის გამოყენება.
- აკრძალულია ლითონისგან დამზადებული იარაღის გამოყენება.
- აკრძალულია სცენაზე ცოცხალი ცხოველების შეყვანა.
- აკრძალულია ცეცხლსაშიში, პიროტექნიკის, კვამლის, ნისლისა და სხვა სპეციალური ტექნიკის გამოყენება.
- აკრძალულია მაყურებლის მიმართულებით ნებისმიერი ნივთის სროლა ან გადაგდება.
- აკრძალულია ჟიურის წევრების საკონკურსო წარმოდგენაში ჩართვა.
- აკრძალულია სექსუალური, რასისტული, დისკრიმინაციული, შეურაცხმყოფელი ან უხამსი ჟესტები და ქმედებები.
- აკრძალულია სცენაზე ნებისმიერი ნივთის დატოვება (მათ შორის სითხეების, ბრჭყვიალა ნივთების, რბილი სათამაშოებისა და სხვა რეკვიზიტების).
- თითოეული მონაწილე პასუხისმგებელია, წარმოდგენის დასრულებისთანავე სცენიდან გაიტანოს საკუთარი რეკვიზიტები და სხვა ნივთები.
რეგისტრაცია
განაცხადის წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრაციის ფორმის სრულად შევსების გზით. განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- სრულ პირად ინფორმაციას ქოსფლეიერის/მონაწილის შესახებ
- ინფორმაციას პერსონაჟის შესახებ, რომელსაც წარმოადგენს მონაწილე, შესაბამისი ქოსფლეის ფოტოსთან ერთად; ასევე მითითებას, კოსტიუმი სრულად არის საკუთარი ხელით დამზადებული, ნაწილობრივ დამზადებული თუ შეძენილი.
- თითოეული პერსონაჟისთვის აუცილებელია მითითების/რეფერენსის (reference) წარდგენა, რომელიც მაქსიმალურად ზუსტად ასახავს პერსონაჟის გარეგნობასა და კოსტიუმს. მხოლოდ კოსტიუმის ცალკეული ფოტოები არ ჩაითვლება საკმარისად.
- რეფერენსად დასაშვებია ოფიციალური ილუსტრაციები, კონცეპტ-არტი, ოფიციალური მედია-წყაროდან აღებული ფრაგმენტები (კომიქსის ან მანგას ილუსტრაციები, კადრები ფილმიდან, სერიალიდან, ანიმედან, თამაშიდან და სხვ.)
- მუსიკალური გაფორმებისათვის (საჭიროების შემთხვევაში) მუსიკალური ფაილი უნდა აიტვირთოს MP3 ფორმატში.
ფაილის სახელწოდება უნდა იყოს შემდეგი ფორმატის: nickname_audio.mp3 - მონაწილეებმა ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია და მასალა უნდა წარმოადგინონ 30 სექტემბრამდე.
- განაცხადის დამტკიცების ან უარყოფის შესახებ შეტყობინება მონაწილეებს გაეგზავნებათ ღონისძიების დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი კვირისა.
შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კონკურსში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და განაცხადები წინასწარი შერჩევის საფუძველზე განიხილება. საკონკურსო კატეგორიაში დაიშვება მაქსიმუმ 40 მონაწილე. თუ მონაწილე ვერ მოხვდება საკონკურსო კატეგორიაში, მას მაინც ექნება შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ქოსფლეის პოდიუმში (showcase) და იბრძოლოს მაყურებლის ფავორიტის ტიტულისთვის.
არასრულწლოვანმა მონაწილემ სცენაზე გამოსვლის აპლიკაციასთან ერთად, უნდა დაურთოს მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ შევსებული თანხმობის ფორმა და მითითებული ზედამხედველი თან უნდა ახლდეს მონაწილეს ფესტივალის მსვლელობის დროს. Underage contestants must be accompanied by the parent/legal guardian specified in the application throughout the festival.
კონკურსის წესები და კრიტერიუმები
კოსტიუმის დამზადების ხარისხი (craftsmanship) და სასცენო შესრულება (performance)
შეფასება
ქოსფლეის კონკურსი ფასდება ორი ძირითადი მიმართულებით: კოსტიუმისა და რეკვიზიტების ხარისხი, ხელობა/დამზადების ტექნიკა (craftsmanship) და შესრულება; და სასცენო შესრულება (performance) - პერსონაჟის განსახიერება, სცენაზე გამოსვლა და საერთო პრეზენტაცია. გამარჯვებული მონაწილე მიიღებს პრიზს. გამარჯვებულებს გამოავლენს ორგანიზატორის მიერ შერჩეული სპეციალიზებული ჟიური, შეფასების დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე. გამარჯვებულები ვალდებულნი არიან დაესწრონ დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც კონკურსის დასრულებისთანავე გაიმართება.
წინასწარი შეფასება / კოსტიუმების შეფასება
- მონაწილეებს წინასწარ ეცნობებათ წინასწარი შეფასების (pre-judging) განრიგი. თითოეული მონაწილე სცენაზე გამოსვლამდე გაივლის კოსტიუმის ინდივიდუალურ შეფასებას, რომლის განმავლობაში მას 2 წუთამდე ექნება დრო, რათა ჟიურის წარუდგინოს კოსტიუმი, რეკვიზიტები და და გააცნოს მათი დამზადების პროცესი.
- თითოეულ მონაწილეს წინასწარ მიენიჭება შეფასების ნომერი. თუ მონაწილე არ გამოცხადდება მისთვის განსაზღვრულ დროს, იგი ვეღარ შეძლებს კონკურსში მონაწილეობას.
- მონაწილეებმა, რომლებიც კოსტიუმის დამზადების კატეგორიაში (craftsmanship) ფასდებიან, ჟიურის უნდა წარუდგინონ ფოტოები ან ვიდეომასალა, რომელიც ადასტურებს, რომ ქოსფლეის არანაკლებ 75% საკუთარი ხელით არის დამზადებული. თუ დადგინდება, რომ წარმოდგენილი ქოსფლეის მნიშვნელოვანი ნაწილი შექმნილია სხვა პირის (კომერციული, პროფესიონალური და სხვ.) მიერ, მონაწილეს მიეცემა დისკვალიფიკაცია აღნიშნულ კატეგორიაში.
1. კონკურსის სტრუქტურა
ფესტივალის მეორე დღეს ქოსფლეის კონკურსი ტარდება სამ კატეგორიაში:
1.1 კოსტიუმის დამზადების კატეგორია (Craftsmanship) - პრიზი 1000 აშშ დოლარი
ამ კატეგორიაში ფასდება კოსტიუმის, რეკვიზიტებისა და აქსესუარების დამზადების ხარისხი, გამოყენებული ტექნიკა, სირთულე და საერთო შესრულება.
1.2 სასცენო შესრულების კატეგორია (Performance) — 500 აშშ დოლარი
ამ კატეგორიაში ფასდება მონაწილის სასცენო შესრულება, თავდაჯერებულობა, პერსონაჟის განსახიერება, მსახიობობა და მაყურებელზე მოხდენილი საერთო შთაბეჭდილება.
1.3 ჟიურის რჩეული (Jury's Choice) — 250 აშშ დოლარი
აღნიშნული ჯილდო გადაეცემა მონაწილეს, რომელსაც ჟიური განსაკუთრებულად გამოარჩევს, მიუხედავად იმისა, თუ რომელ კატეგორიაში მონაწილეობს.
2. კოსტიუმის დამზადების კატეგორია (Craftsmanship)
2.1 მონაწილეობის პირობები
- კოსტიუმის არანაკლებ 75% უნდა იყოს მონაწილის მიერ საკუთარი ხელით დამზადებული ან მნიშვნელოვნად მოდიფიცირებული
- მონაწილე ვალდებულია გაიაროს კონკურსამდე დაგეგმილი წინასწარი შეფასება
- აუცილებელია პერსონაჟის ოფიციალური რეფერენსის (reference) წარდგენა
- სავალდებულოა კოსტიუმის დამზადების პროცესის ამსახველი ფოტოებისა ან/და ვიდეომასალის წარდგენა. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ასევე კოსტიუმის დამზადების ჟურნალის (Build Book) წარმოდგენა.
2.2 შეფასების კრიტერიუმები (სულ 100 ქულა)
ხელობა/კოსტიუმის დამზადების ხარისხი – 40 ქულა
- ნამუშევრის/დამზადების ხარისხი (ნაკერები, წებო, დამუშავება და დასრულება)
- კონსტრუქციის სიმტკიცე და სიზუსტე
- კოსტიუმის გამძლეობა და პრაქტიკულობა.
სირთულე – 20 ქულა
- გამოყენებული ტექნიკის სირთულე
- მრავალფეროვანი მასალების გამოყენება (ქაფი, ქსოვილი, პლასტმასი, აბჯრის ელემენტები, ელექტრონიკა და სხვ.)
- მოწინავე ტექნიკური უნარები (LED-ები, ანიმატრონიკა, კერვა, აბჯრის დამზადება და სხვ.).
სიზუსტე – 20 ქულა
- პერსონაჟის ორიგინალური დიზაინის სიზუსტით გადმოცემა.
- პროპორციების, ფერებისა და დეტალების შესაბამისობა.
კრეატიულობა - 10 ქულა
- ტექნიკური და შემოქმედებითი პრობლემების გადაჭრის უნარი
- ინოვაციური ტექნიკის გამოყენება
- ორიგინალური დიზაინის ელემენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ნამუშევრის პრეზენტაცია – 10 ქულა
- კოსტიუმის კონსტრუქციისა და დამზადების პროცესის ახსნა
- გამოყენებული მასალებისა და ტექნიკის ცოდნა
- წარმოდგენილი დოკუმენტაციის ხარისხი.
2.3 ხელნაკეთი კოსტიუმის (Craftsmanship) კატეგორიის წესები
- ონლაინ/მაღაზიაში შეძენილი კოსტიუმები ამ კატეგორიაში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვება.
- შეკვეთით დამზადებული კოსტიუმები განაცხადში სავალდებულოდ უნდა იყოს მითითებული. ასეთ შემთხვევაში ორგანიზატორი უფლებამოსილია, მონაწილეს დისკვალიფიკაცია მისცეს ან გადაიყვანოს სხვა შესაბამის კატეგორიაში.
- მონაწილემ უნდა შეძლოს ჟიურისთვის კოსტიუმის დამზადების პროცესის, გამოყენებული მასალებისა და ტექნიკის ახსნა.
- დიდი ზომის ან რთული კონსტრუქციის კოსტიუმები უსაფრთხო უნდა იყოს და მონაწილეს მათი ტარება დამოუკიდებლად უნდა შეეძლოს, დამატებითი დახმარების გარეშე.
საუკეთესო ხელნაკეთი კოსტიუმის (craftsmanship) კატეგორიაში გამარჯვებული მიიღებს მთავარ პრიზს — 1000 აშშ დოლარს.
3. სასცენო შესრულების კატეგორია (Performance)
3.1 მონაწილეობის პირობები
- ამ კატეგორიაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ქოსფლეიერს, მიუხედავად იმისა, კოსტიუმი საკუთარი ხელით არის დამზადებული თუ შეძენილი.
- მონაწილემ განაცხადთან ერთად უნდა წარმოადგინოს: • წარმოდგენის (performance) მოკლე აღწერა
• წარმოდგენისთვის განკუთვნილი აუდიო და/ან ვიდეომასალა
- Performance description
- Audio/video
- მონაწილემ უნდა დაიცვას დადგენილი დროის ლიმიტი.
3.2 შეფასების კრიტერიუმები (სულ 100 ქულა)
სასცენო შესრულება და სამსახიობო ოსტატობა – 40 ქულა
- პერსონაჟის დამაჯერებელი განსახიერება
- სახის გამომეტყველება და სხეულის ენა
- თავდაჯერებულობა და სცენაზე საკუთარი თავის წარმოჩენა (stage presence).
კრეატიულობა და ამბის გადმოცემა – 20 ქულა
- ორიგინალური იდეა ან სასცენო დადგმა
- იუმორის, დრამისა და ემოციური ელემენტების გამოყენება
- მაყურებლის ჩართულობა.
აუდიო და დროის მართვა – 15 ქულა
- მუსიკასთან ან დიალოგთან სინქრონიზაცია
- შეუფერხებელი და გამართული შესრულება
- შესრულების ტემპი და სასცენო დროის ეფექტური გამოყენება.
კოსტიუმების სასცენო პრეზენტაცია – 15 ქულა
- კოსტიუმის ვიზუალური ეფექტი სცენაზე
- კოსტიუმის შესაბამისობა სასცენო წარმოდგენასთან
- მოძრაობის თავისუფლება და ფუნქციურობა
მაყურებელზე მოხდენილი შთაბეჭდილება – 10 ქულა
- აუდიტორიის რეაქცია
- სასცენო წარმოდგენის გასართობი ღირებულება
3.3 სასცენო შესრულების (Performance) კატეგორიის წესები
- დადგენილი დროის ლიმიტის დაცვა სავალდებულოა
- აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელიც საფრთხეს უქმნის მონაწილეებს, მაყურებელს ან ღონისძიების პერსონალს (მათ შორის სცენიდან გადახტომა, მაყურებლის მიმართულებით ნივთების სროლა და ა.შ.).
- აკრძალულია სითხეების, ცეცხლის, კვამლის, კონფეტისა და სხვა (დამაბინძურებელი) მასალების გამოყენება, რომელთა სრულად მოშორება წარმოდგენის დასრულებიდან 30 წამის განმავლობაში შეუძლებელია.
- სცენაზე გამოყენებული პროპები უნდა შეესაბამებოდეს უსაფრთხოების წესებს
- ყველა სასცენო წარმოდგენა წინასწარ უნდა დამტკიცდეს ორგანიზატორის მიერ.
- სასცენო წარმოდგენა არ უნდა შეიცავდეს სიძულვილის ენას, უკიდურესი ძალადობის ამსახველ სცენებს ან პოლიტიკური შინაარსის თუ პოლიტიკური აგიტაციის ნებისმიერ ფორმას. აღნიშნული წესის დარღვევა გამოიწვევს კონკურსიდან ან ფესტივალიდან დისკვალიფიკაციას და, საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზატორის მიერ განსაზღვრული სანქციების გამოყენებას
ამ კატეგორიაში გამარჯვებული დაჯილდოვდება 500 აშშ დოლარის ოდენობის პრიზით.
4. ორივე კატეგორიაში გამოსვლისთვის მოქმედი დამატებითი წესები
4.1 უსაფრთხოება
- კოსტიუმი და რეკვიზიტები არ უნდა აფერხებდეს მონაწილის უსაფრთხო გადაადგილებასა და არ უზღუდავდეს ხილვადობას
- სცენაზე გამოყენებამდე ყველა რეკვიზიტი ექვემდებარება უსაფრთხოების შემოწმებას.
4.2 ქცევის წესები
- მონაწილეები ვალდებულნი არიან, ნებისმიერ დროს პატივისცემით მოეპყრონ ერთმანეთს, ჟიურის წევრებს, ორგანიზატორებსა და მაყურებელს.
- სასცენო წარმოდგენა არ უნდა შეიცავდეს პოლიტიკურ, შეურაცხმყოფელ, დისკრიმინაციულ ან აშკარა სექსუალური ხასიათის შინაარსს.
4.3 დისკვალიფიკაცია
მონაწილე შეიძლება დისკვალიფიცირდეს შემდეგ შემთხვევებში:
- წინამდებარე წესების დარღვევა
- სახიფათო ან უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამო ქცევა
- კოსტიუმის დამზადების პროცესთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის წარდგენის ან სხვისი ნამუშევრის საკუთარად წარმოდგენის შემთხვევაში.