კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ვინ ვართ ჩვენ

ჩვენი ვებსაიტის მისამართია: https://comicfest.ge. საიტი და ფესტივალი იმართება შპს კომიქ ფესტ ჯორჯიას მიერ. (ს/კ 431188190, იურიდიული მისამართი: საქართველო, თელავის მუნიციპალიტეტი, სოფელი ფშაველი, მე-6 ქუჩის I შესახვევი, N 2)

რას ვაგროვებთ და ვინახავთ

საიტზე თქვენი სტუმრობისას, ჩვენ ვაგროვებთ შემდეგ ინფორმაციას:

  • თქვენ მიერ ნანახი პროდუქტები: რათა გაჩვენოთ ის ბილეთები, რომლებსაც ცოტა ხნის წინ ათვალიერებდით.
  • ლოკაცია, IP მისამართი და ბრაუზერის ტიპი: ამას ვიყენებთ უსაფრთხოების, ანალიტიკისა და საგადასახადო მიზნებისთვის.
  • მზა-ჩანაწერები (Cookies): ვიყენებთ მზა-ჩანაწერებს, რათა დავიმახსოვროთ თქვენი კალათის შიგთავსი საიტზე ნავიგაციისას.

შეკვეთის ინფორმაცია

ბილეთების შეძენისას ჩვენ გთხოვთ მიუთითოთ შემდეგი ინფორმაცია: თქვენი სახელი, ელფოსტა და ტელეფონის ნომერი.აღნიშნულ დეტალებს ვაგროვებთ მხოლოდ იმისთვის, რომ მოგაწოდოთ ბილეთები. ტელეფონის ნომერი და ელფოსტა გვეხმარება თქვენს იდენტიფიცირებაში იმ შემთხვევაში, თუ შეცდომით მიუთითებთ მეილს ან ბილეთი არ გამოგეგზავნებათ.

ჩვენს საიტზე არ არის სავალდებულო და არც შესაძლებელი მომხმარებლის რეგისტრაცია. შესაბამისად, არ იქმნება და არ ინახება პაროლები, მომხმარებლის სახელები ან პროფილები. ჩვენ ასევე არ ვითხოვთ ზედმეტ პერსონალურ დეტალებს, როგორიცაა ფიზიკური ან ბილინგის მისამართები.

შეგროვებულ ინფორმაციას ვიყენებთ შემდეგი მიზნებისთვის:

  • შეძენილი ბილეთებისა და შეკვეთის დადასტურების გამოსაგზავნად.
  • თქვენს მოთხოვნებზე, მათ შორის დახმარებაზე, თანხის დაბრუნებასა და საჩივრებზე რეაგირებისთვის.
  • გადახდების დასამუშავებლად და თაღლითობის თავიდან ასაცილებლად.
  • ნებისმიერი სამართლებრივი ვალდებულების შესასრულებლად.

ვის აქვს წვდომა თქვენს მონაცემებზე

თქვენ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე წვდომა აქვთ ჩვენი გუნდის წევრებს. მაგალითად, ადმინისტრატორებსა და მაღაზიის მენეჯერებს შეუძლიათ ნახონ:

  • შეკვეთის ინფორმაცია: რომელი ბილეთი შეიძინეთ და როდის.
  • მომხმარებლის ინფორმაცია: თქვენი სახელი, ელფოსტა და ტელეფონის ნომერი. ჩვენს გუნდს ამ ინფორმაციაზე წვდომა აქვს მკაცრად მხოლოდ იმისთვის, რომ მოგემსახუროთ, დაამუშავონ შეკვეთები და დაგეხმარონ საჭიროების შემთხვევაში.

ვის ვუზიარებთ თქვენს მონაცემებს

ჩვენ ინფორმაციას ვუზიარებთ მხოლოდ იმ მესამე მხარეებს, რომლებიც გვეხმარებიან შეკვეთებისა და მაღაზიის სერვისების მოწოდებაში; მაგალითად:

  • გადახდები: ჩვენ ვიღებთ გადახდებს ექსკლუზიურად FLITT-ის მეშვეობით.. გადახდის დამუშავებისას, თქვენი მონაცემების ნაწილი (მაგალითად გადახდის ჯამური თანხა) გადაეცემა FLITT-ს, რათა მოხდეს ტრანზაქციის შესრულება. ჩვენ არ ვაგროვებთ და არ ვინახავთ თქვენი საბანკო ბარათის მონაცემებს ჩვენს სერვერებზე. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ FLITT-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა .

რამდენ ხანს ვინახავთ თქვენს მონაცემებს

ჩვენ ვინახავთ შეკვეთის ინფორმაციას იმდენი ხნით, რამდენიც აუცილებელია იმ მიზნებისთვის, რისთვისაც შევაგროვეთ იგი, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის მოთხოვნილი. მაგალითად, ჩვენ ვინახავთ შეკვეთის დეტალებს (სახელი, ელფოსტა, ტელეფონის ნომერი) საგადასახადო და საბუღალტრო მიზნებისთვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

რა უფლებები გაქვთ თქვენს მონაცემებზე

თუ შეიძინეთ ბილეთი ჩვენს საიტზე, შეგიძლიათ მოითხოვოთ ჩვენს ხელთ არსებული თქვენი პერსონალური მონაცემების ექსპორტირებული ფაილის მიღება. თქვენ ასევე შეგიძლიათ მოითხოვოთ ნებისმიერი პერსონალური მონაცემის წაშლა. ეს არ მოიცავს იმ მონაცემებს, რომელთა შენახვაც გვევალება ადმინისტრაციული, იურიდიული ან უსაფრთხოების მიზნებისთვის.

საკონტაქტო ინფორმაცია

თქვენი კონფიდენციალურობის ან მონაცემების შესახებ კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

  • ელ.ფოსტა: info@comicfest.ge
  • ტელეფონი: +995 599702492