კომიქ ფესტ თბილისი 2026 კავკასიაში ყველაზე დიდი პოპ-კულტურის ფესტივალია — შექმნილი ფანების მიერ, ფანებისთვის.
ფესტივალი დააფუძნეს გამომცემლებმა, კომიქსების მაღაზიამ და პოპ-კულტურის ენთუზიასტებმა, რომელთაც მრავალწლიანი გამოცდილება და დიდი სიყვარული აკავშირებთ ფანდომ კულტურის მიმართ. ჩვენი მიზანია ერთ სივრცეში გავაერთიანოთ კომიქსები, ანიმე, გეიმინგი, ფენტეზი, სამეცნიერო ფანტასტიკა და ა.შ.
ქოსფლეი კონკურსებიდან და კიბერსპორტის ტურნირებიდან დაწყებული, ექსკლუზიური მერჩით, არტისტების გამოფენით, პანელური დისკუსიებითა და მრავალფეროვანი გასართობი აქტივობებით დასრულებული — კომიქ ფესტ თბილისი არის ადგილი, სადაც თქვენი საყვარელი სამყაროები ცოცხლდება.
მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენი მისიაა კომიქ ფესტ თბილისი ვაქციოთ ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალად, რომელიც გააერთიანებს ფანებს, ხელოვანებსა და მოყვარულებს როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
იპოვე შენი ფანდომი. შეხვდი შენს გმირებს. გახდი ამ ისტორიის ნაწილი.