ფესტივალის დასახელება: ComicFest Tbilisi
ჩატარების პერიოდი: 2026 წლის 17-18 ოქტომბერი
ლოკაცია: რადიო ქალაქი, თბილისი
ორგანიზატორი: შპს კომიქ ფესტ ჯორჯია ს/ნ 431188190 (შემდგომში - „ორგანიზატორი“)
I. ზოგადი დებულებები
- წინამდებარე წესები და პირობები (შემდგომში - „რეგულაციები“) არეგულირებს ComicFest-ის (შემდგომში - „ფესტივალი“) ტერიტორიაზე სტუმრების, მონაწილეების, არტისტებისა და ქოსფლეიერების ქცევის, უსაფრთხოებისა და ბილეთების გამოყენების პირობებს.
- რეგულაციები სავალდებულოა შესასრულებლად ყველა პირისთვის, ვინც იმყოფება ფესტივალის ოფიციალურ ტერიტორიაზე (შიდა სივრცეები, არტისტ ალეი, გეიმინგ და საბავშვო ზონები, გარე ტერიტორია/ფუდქორტი).
- ფესტივალის ბილეთის შეძენა ან ტერიტორიაზე შესვლა ავტომატურად ნიშნავს წინამდებარე წესებზე სრულ და უპირობო თანხმობას.
II. ბილეთები და სამაჯურები (IDs)
- ბილეთების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ფესტივალის ოფიციალურ საიტზე. სხვა გზით შეძენილი ბილეთების ნამდვილობაზე ორგანიზატორი პასუხს არ აგებს.
- ბილეთის შეძენის/რეგისტრაციის პროცესში მომხმარებელი ვალდებულია შეიყვანოს მხოლოდ შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტა (მეილი) და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.
- ფესტივალის ბილეთები არ არის პერსონალიზებული და შესასვლელთან არ ხდება მომხმარებლის პირადი ნომრის ან პირადობის მოწმობის შემოწმება (Check-out/Verification). ბილეთის სამაჯურზე გადაცვლა ხდება მასზე არსებული ვალიდური ბარკოდის პირველადი სკანირების საფუძველზე.
- მნიშვნელოვანი შეხსენება მეილის/ტელეფონის შესახებ: ბილეთის შეძენისას ელ-ფოსტის არასწორად მითითების შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა ვერ მიიღო ბილეთი, მისი იდენტიფიცირება და სისტემაში მონაცემების ჩასწორება მოხდება რეგისტრაციისას მითითებული ტელეფონის ნომრის საშუალებით. ვერიფიკაციის გავლის შემდეგ, ორგანიზატორი ხელახლა გადაუგზავნის ბილეთს მომხმარებელს სწორ ელ-ფოსტაზე.
- ტერიტორიაზე პირველადი შესვლისას, ონლაინ ბილეთი (ბარკოდი) უნდა გადაიცვალოს შესაბამის სამაჯურში. ბილეთის წარდგენა სკანირებისთვის შეგიძლიათ როგორც ტელეფონის ეკრანიდან, ისე ამობეჭდილი სახით.
- ფესტივალის ტერიტორიაზე გადაადგილება და ხელახალი შემოსვლა შესაძლებელია მხოლოდ დაუზიანებელი, მაჯაზე მყარად დაფიქსირებული სამაჯურით. დაზიანებული, გაჭრილი ან მოხსნილი სამაჯური კარგავს ვალიდურობას. ერთი სამაჯური განკუთვნილია მხოლოდ ერთი ადამიანისთვის.
- ასაკობრივი შეზღუდვები:
- 16 წლის და უფროსი ასაკის პირებს ფესტივალზე დამოუკიდებლად დასწრება შეუძლიათ.
- 16 წლამდე ასაკის მოზარდები ფესტივალზე დაიშვებიან მხოლოდ სრულად იღებს პასუხისმგებლობას მათ უსაფრთხოებაზე.
- 6 წლამდე ბავშვებისთვის ფესტივალზე შესვლა უფასოა. ასაკის გადასამოწმებლად ორგანიზატორს უფლება აქვს მოითხოვოს დაბადების მოწმობა ან ID ბარათი.
- შეძენილი ბილეთი დაბრუნებას არ ექვემდებარება.
III. ქცევის წესები და უსაფრთხოება სივრცეების მიხედვით
1. ზოგადი აკრძალვები (მთელ ტერიტორიაზე):
ფესტივალის ტერიტორიაზე მკაცრად იკრძალება:
- ცივი და ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელი, პიროტექნიკური და აალებადი ნივთიერებების შეტანა.
- ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შეტანა და მოხმარება.
- ალკოჰოლური სასმელების გარედან შეტანა.
- აგრესიული, ვულგარული ქცევა, რასისტული, რელიგიური, სექსუალური ან ნებისმიერი სახის დისკრიმინაციული სიმბოლიკის/ლოზუნგების გამოყენება.
- ცხოველების შეყვანა (გამონაკლისია მხოლოდ სპეციალური გამყოლი ძაღლები შშმ პირებისთვის).
- დრონების (UAV) და სხვა მფრინავი აპარატების გამოყენება ორგანიზატორის წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე.
2. ქოსფლეის სპეციალური წესები:
ვინაიდან ფესტივალი მოიცავს ქოსფლეის, მონაწილეთა კოსტიუმების აქსესუარებზე მოქმედებს შემდეგი წესები:
- ნებისმიერი იარაღის იმიტაცია (Prop) უნდა იყოს დამზადებული უსაფრთხო მასალისგან (ქაფი, პლასტმასი, ხე, კარტონი). მკაცრად იკრძალება ლითონის ბასრი იარაღები.
- ცეცხლსასროლი იარაღის მოდელებს (მაგ: Airsoft, სათამაშო თოფები) არ უნდა ჰქონდეთ ტყვიები და მათი ლულა უნდა იყოს აშკარად ბლოკირებული.
- უსაფრთხოების სამსახურს აქვს უფლება შესასვლელში შეამოწმოს ნებისმიერი "Prop" და საფრთხის აღმოჩენის შემთხვევაში აკრძალოს მისი შეტანა.
3. არტისტების სივრცე და გეიმინგ ზონა:
- არტისტების სივრცის ტერიტორიაზე დაცული უნდა იყოს საავტორო უფლებები. იკრძალება სხვისი ნამუშევრების პლაგიატი.
- გეიმინგ ზონასა და ბორდ გეიმების სივრცეში მონაწილეები ვალდებულნი არიან გაუფრთხილდნენ ტექნიკას, კონსოლებსა და თამაშების ინვენტარს. დაზიანების შემთხვევაში, ზარალის ანაზღაურება დაეკისრება დამზიანებელს.
IV. მედია გადაღება და საავტორო უფლებები
- ComicFest-ი არის საჯარო მასობრივი ღონისძიება. ფესტივალის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ოფიციალური ფოტო და ვიდეო გადაღება ორგანიზატორებისა და აკრედიტებული მედიის მიერ.
- ფესტივალზე დასწრებით, მონაწილე ანიჭებს ორგანიზატორს უფლებას, მისი გამოსახულება (ფოტო/ვიდეო) გამოყენებულ იქნას ფესტივალის საინფორმაციო, სარეკლამო და მარკეტინგული მიზნებისთვის (სოციალური ქსელები, ვებ-გვერდი, სატელევიზიო რეპორტაჟები) ყოველგვარი ფინანსური კომპენსაციის გარეშე.
- პირადი მიზნებისთვის ფოტოების გადაღება ნებადართულია, თუმცა პროფესიონალური აპარატურით კომერციული გადაღება საჭიროებს წინასწარ მედია-აკრედიტაციას.
V. ორგანიზატორის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა
- უსაფრთხოების სამსახურს უფლება აქვს, შესასვლელთან შეამოწმოს სტუმრების ჩანთები და პირადი ნივთები წინამდებარე წესებით აკრძალული ნივთების აღმოჩენის მიზნით.
- წესების დარღვევის, წესრიგის დარღვევის ან აგრესიული ქცევის შემთხვევაში, ორგანიზატორს უფლება აქვს ჩამოართვას პირს სამაჯური და გააძევოს ფესტივალის ტერიტორიიდან ბილეთის საფასურის დაბრუნების გარეშე.
- ორგანიზატორი არ არის პასუხისმგებელი ფესტივალის ტერიტორიაზე სტუმრების მიერ დაკარგულ ან დაზიანებულ პირად ნივთებზე.
- ფესტივალის ტერიტორიაზე მოქმედებს ხმამაღალი აუდიო სისტემები და ვიზუალური ეფექტები (სტრობოსკოპული განათება). ორგანიზატორი მოუწოდებს სტუმრებს (განსაკუთრებით ბავშვების მშობლებს), საჭიროებისამებრ გამოიყენონ ყურის დამცავები.
VI. ფორს-მაჟორი და ფესტივალის გაუქმება/გადადება
- ორგანიზატორი არ არის პასუხისმგებელი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე, თუ ეს გამოწვეულია ფორს-მაჟორული გარემოებებით (სტიქიური უბედურება, საომარი მოქმედებები, სახელმწიფო რეგულაციები, ეპიდემია ან სხვა ექსტრემალური სიტუაცია, რომელიც სცილდება ორგანიზატორის კონტროლს).
- ფესტივალის თარიღის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში, ორგანიზატორი ვალდებულია ინფორმაცია დაუყოვნებლივ განათავსოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე https://comicfest.ge/ და სოციალურ ქსელებში, სადაც ასევე მიეთითება ბილეთების დაბრუნების ან გადაცვლის პირობები.
VII. დასკვნითი დებულებები
- წინამდებარე წესები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
- ნებისმიერი დავა ან პრეტენზია განიხილება ფესტივალის დასრულებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში, წერილობითი ფორმით, ელ-ფოსტაზე: info@comicfest.ge